15 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიაში, პოლიტიკის მეცნიერებათა და მორალის აკადემიის ინიციატივით, გაიმართა მეორე სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „პოლიტიკის მეცნიერებათმცოდნეობის ქართული სკოლა - ეროვნული და საერთაშორისო განზომილება“.
კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ გახსნა, რომელმაც კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მომხსენებლებს მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობისთვის.
კონფერენცია მიზნად ისახავდა, პოლიტიკის მეცნიერებათა განვითარების პროცესის მართვასთან დაკავშირებით, აკადემიური საზოგადოების ინფორმირებას.
სამეცნიერო კონფერენციაზე მომხსენებით წარდგნენ აკადემიური და სამეცნიერო წრეების ქართველი და უცხოელი წარმომადგენლები, მოხსენებები კი ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა: „პოლიტიკური მეცნიერების მართვის მეტაკოგნიტური მიდგომები - მეტაპოლიტოლოგია, მეტაკოგნიტური მონიტორინგი და დეგიტალიზაცია“; „პოლიტიკურ მეცნიერებათა ნავიგატორი - www.meta-polit.com“; „საბჭოთა პოლიტიკური მეცნიერების ისტორია და ქართველ მეცნიერთა უნიკალური კვალი“; „ქართული დიასპორის როლი პოლიტიკური მეცნიერების განვითარებაში“; „ქართული პოლიტიკური სკოლის განვითარების პოსტსაბჭოთა ისტორიის ფრაგმენტები“; „სოციალური და პოლიტიკური პროცესების მათემატიკური მოდელირება - ქართველი მათემატიკოსების როლი“; „უსაფრთხოების კვლევების განვითარების პარადიგმა საქართველოში“; „ქართული პოლიტიკური აქსეოლოგია - ალექსასნდრე ამილახვარის შრომები“.
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეიქმნა სრულიად ახალი მართვის სისტემა, მართვის ახალი ტექნოლოგია - მეტაკოგნიტური მართვის თეორია. ეს არის რეალური ინოვაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მეცნიერებისთვის. საკითხის კვლევა და ინტერესთა ჯგუფი გასცდა საქართველოს მასშტაბს და მასში აქტიური მონაწილეობა მიიღეს უკრაინელმა კოლეგებმაც. საუბარია არსებული კონფლიქტების სოციალური პრობლემების, ზოგადად, კრიზისების მართვის ალტერნატიულ ხედვებზე. მეტაკოგნიტური მართვა, განსხვავებით არსებულისგან, ნიშნავს ჰოლისტურ მართვას - არა საკითხის პრიმიტივიზაციასა და დილეტანტურ დონეზე მართვას, არამედ ღრმა ცოდნის მიღებას საკითხთან მიმართებაში, რომელიც უკავშირდება სერიოზულ ინტერდისციპლინარულ კვლევს, სადაც სხვადასხვა დარგის მეცნიერი არის ჩართული - ყოველივე ეს წარმოადგენს მეტაკოგნიტური მართვის თეორიის საფუძველს“, - აღნიშნა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე რუსეცკიმ.
კონფერენციის თანაორგანიზატორები და პარტნიორები იყვნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გეოპოლიტიკური მოდელირების ლაბორატორია; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია - ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრი; შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამა); ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი; საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სამეცნიერო საბჭო.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება