15 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით, კომპანია „ავერსის“ წარმომადგენლებმა სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
კომპანიის პერსონალის შერჩევის მენეჯერმა, ანი კენჭუაშვილმა, აუდიტორიას „ავერსის“ საქმიანობის სპეციფიკა, შრომის ბაზარზე არსებული სიტუაცია და სტაჟირება/დასაქმების შესაძლებლობები გააცნო.
დასასრულს კომპანიის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება