3 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული ქართული დიპლომატიის კვირეულის ფარგლებში, ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მკვლევრისა და ანალიტიკოსის, ჰარვარდის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, კახი ქენქაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „ქართული დიპლომატიის ისტორია და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“.
სპიკერმა დიპლომატიის ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღები და პროცესები მიმოიხილა, ისაუბრა დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმართვასა და მასში დიპლომატების განსაკუთრებულ როლზე.
ლექცია ინტერაქციული ფორმატით გაგრძელდა, სადაც სტუმარმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა.
კახი ქენქაძის საჯარო ლექციას სტუდენტებთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალი ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება