ხართ დაინტერესებული პოლონური ენის ინტენსიური სწავლით?
გსურთ თავიდან შეისწავლოთ ენა?
თუ პოლონეთში სასწავლებლად, სამუშაოდ, სამოგზაუროდ წასვლას აპირებთ, გამგზავრებამდე შეგიძლიათ გაიაროთ პოლონური ენის ექსპრეს კურსი.
კურსს წარუძღვება კვალიფიციური პოლონელი პედაგოგი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რომლისთვისაც პოლონური არის მშობლიური ენა (NAWA -სგან, nawa.gov.pl/en/).
განრიგი:
კურსის დაწყების თარიღი: 7 თებერვალი;
კურსის ხანგრძლივობა: 3 კვირა;
ჩატარების დღეები: ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი;
ჩატარების დრო: 16:30-18:10.
ლექციები ჩატარდება ონლაინ პლატფორმა Zoom-ის საშუალებით;
კურსის საფასური – 160 ლარი;
კურსის საფასურის გადახდა შესაძლებელია 3 თებერვლამდე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე: forms.gle
საკონტაქტო ინფორმაცია / ელფოსტა:
regina.wojton@ciu.edu.ge
ulll@ciu.edu.ge
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება