2022 წლის გაზაფხულში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და კასტილა-ლა მანჩას ჯანდაცვის სამსახურს (The Health Service of Castilla-La Mancha) შორის დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ერთთვიანი პრაქტიკა გაიარონ კასტილა-ლა-მანჩას რეგიონის წამყვან კლინიკებში.
აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში კსუ-ს მედიცინის მიმართულების სტუდენტების უკვე მეორე ნაკადი აგვისტოს თვეში გაემგზავრა ტალავერა დე-ლა-რეინას საავადმყოფოში პრაქტიკებზე. კსუ-ს სტუდენტები: მარიამ თოდუა, მარიამ ფაღავა, გიორგი სახვაძე და გიორგი ცოცხალაშვილი კლინიკურ როტაციებს გაივლიან ანესთეზიის, კარდიოლოგიის, სასწრაფო დახმარების და სხვა განყოფილებებში. სტუდენტებისთვის ასევე დაგეგმილია სხვადასხვა ტრენინგები და სასწავლო აქტივობები.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფის სამ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტს საცხოვრებელი დაუფინანსა უნივერსიტეტმა ხოლო ერთს ესპანური კულტურის ცენტრ „იბერიამ“. ასევე, სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან უფასო კვებით კლინიკებში როტაციის დროს.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კასტილა-ლა-მანჩას ჯანდაცვის სამსახურთან თანამშრომლობას სამომავლოდაც გააგრძელებს. 2023 წლის ზაფხულის ნაკადის შესარჩევი კონკურსის გამოცხადება იგეგმება 2023 წლის იანვარ-თებერვალში.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება