10 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახური სტუდენტებისთვისა და კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების ფორუმს გამართავს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნებიან კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს გააცნობენ კომპანიის/ორგანიზაციის საკადრო პოლიტიკას, მიმდინარე და დაგეგმილ ვაკანსიებს და სტაჟირების პროგრამებს.
დასაქმების ფორუმი CIU-ში ყოველწლიურად ტარდება და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებელთან კომუნიკაციას და მათ დასაქმებას.
ფორუმში მონაწილეობა შეუძლია CIU-ის საბაკალავრო, ერთსაფეხურიანი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
რეკომენდაცია: დასაქმების ფორუმზე თან იქონიეთ თქვენი CV/რეზიუმეს რამდენიმე ასლი კომპანიის HR-ებისთვის წარსადგენად.
ჩატარების ადგილი : უნივერსიტეტის პირველი სართული (ფოიე)
ჩატარების დრო : 11:00-დან 13:00-სთ-მდე
გისურვებთ წარმატებას!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება