თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა და თანასწორობა - საქართველოს ისტორიული სწრაფვა დიდი ევროპული ოჯახისკენ სწორედ აღნიშნული ღირებულებების ერგულებას ეფუძნება.
ეს არის ძლიერი და დემოკრატიული სახელმწიფოს შენების გზა ერთიან ევროპულ სივრცეში, სადაც ყველა თაობას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.
ცნობისთვის, ევროპის დღე ევროკავშირის ისტორიას უკავშირდება. 1950 წლის 9 მაისს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის დეკლარაციამ კონტინენტის მომავალი შეცვალა. ომის ლოგიკაზე უარის თქმის ნიშნად შუმანმა ევროპის სახელმწიფოებს მშვიდობის, კეთილდღეობისა და თანამშრომლობისკენ მოუწოდა. ამის საფუძველზე, მან ახალი ევროპის შექმნის იდეა გამოთქვა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება