სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე შიაულიაის გამოყენებითი მეცნიერებების სახელმწიფო უნივერსიტეტში (შიაულიაი, ლიეტუვა).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ CIU-ს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი (2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)
მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 30 აპრილის ჩათვლით ელ.ფოსტის მისამართზე ird@ciu.edu.ge უნდა გამოაგზავნონ შემდეგი
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით):
· პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი;
· ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე);
· ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
· სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
· CV (ინგლისურ ენაზე).
მონაწილეების შერჩევა ხდება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
· ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე;
· მოტივაცია;
· აკადემიური მოსწრება.
ინფორმაცია კონკურსის შემდგომი ეტაპების შესახებ მონაწილეებს მიეწოდებათ ელ.ფოსტის მისამართებზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით CIU-ს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge , +995 591 15 21 21 (შიდა 109).
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება