განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
დეტალური სფერო
მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება
სწავლის სფერო
ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 6 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 10 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 ვაკანსია;
ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 2 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - სამართალი
სწავლის სფერო - სამართალი
ასისტენტის (სისხლის სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
ვიწრო სფერო - პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები
სწავლის სფერო - პოლიტიკის მეცნიერება
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
ვიწრო სფერო - სამხედრო საქმე და თავდაცვა
სწავლის სფერო - თავდაცვა და უსაფრთხოება
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 1 ვაკანსია;
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - სტომატოლოგია
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე (ორთოპედიული სტომატოლოგია) – 1 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2022 წლის 28 სექტემბრიდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2022 წლის 31 ოქტომბრიდან 2022 წლის 04
ნოემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში.
10. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
კონკურსანტი იყოს იმ სპეციალობის / საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, რომლის ფარგლებშიც სურს აკადემიური თანამდებობის დაკავება.
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის სფეროში არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2022 წლის 05 ნოემბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2022 წლის 07 ნოემბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 08 ნოემბერს;
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
მხოლოდ უცხოელ კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე. hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება