განცხადება აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის
შესახებ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიურ თანამდებობათა დასაკავებლად
ვისწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - მედიცინა
კლინიკური მედიცინის დეპარტამენტი
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (თერაპია) -2 ვაკანსია;
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ორთოპედია ქირურგია და ტრავმატოლოგია) -1 ვაკანსია;
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ნუტრიციოლოგია) -1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (მეანობა-გინეკოლოგია) -1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (უროლოგია) - 2 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ოფთალმოლოგია) - 2 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ოტორინოლარინგოლოგია) - 2 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (მეანობა-გინეკოლოგია) - 1 ვაკანსია.
საბაზისო მედიცინის დეპარტამენტი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (საზოგადოებრივი ჯანდაცვა) -1 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ბიოქიმია) - 1 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ანატომია) - 1 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ბილოგია) - 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ჯანდაცვა
სწავლის სფერო - სტომატოლოგია
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ბავშვთა და მოზარდთა სტომატოლოგია) - 1 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე (ორთოპედიული სტომატოლოგია) - 1ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ბიზნესი და ადმინისტრირება
სწავლის სფერო მარკეტინგი
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - სოციალური და ქცევითი მეცნიერებები
სწავლის სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ჟურნალისტიკა და ინფორმაცია
სწავლის სფერო - ჟურნალისტიკა
ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - სამართალი
სწავლის სფერო - სამართალი
ასოცირებული პროფესორის (სისხლის სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის (საჯარო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის (კერძო სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;
ასისტენტის (სისხლის სამართალი) აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია.
ვიწრო სფერო - ინტერდისციპლინური
სწავლის სფერო - მევენახეობა და მეღვინეობა
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 1 ვაკანსია;
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია;
ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე 2 ვაკანსია.
კონკურსი ცხადდება 2022 წლის 05 აგვისტოდან
აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა 2022 წლის 06 სექტემბრიდან 2022 წლის 12
სექტემბრის ჩათვლით კონკურსანტთა საბუთების მიმღებ კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი
დოკუმენტები:
1. განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, შესაბამისი სწავლის სფეროსა და აკადემიური თანამდებობის მითითებით;
2. ავტობიოგრაფია (CV);
3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
4. ერთი ფოტოსურათი;
5. კვალიფიკაციის დამადასტურებელი ყველა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტთან / დოკუმენტებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
6. სამეცნიერო–პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები;
7. ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ;
8. საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა თუ თრენინგებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს, რომელსაც მეტი ექნება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში, სასერთიფიკატო კურსებსა და თრენინგებში მონაწილეობა);
9. სამეცნიერო სტიპენდიებისა და გრანტების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, არსებობის შემთხვევაში;
10. ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ.
პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
კლინიკაში ბოლო 9 წლის მუშაობის გამოცდილება;
შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
კლინიკაში ბოლო 5 წლის მუშაობის გამოცდილება;
შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;
ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
კლინიკაში ბოლო 5 წლის მუშაობის გამოცდილება;
შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სერთიფიკატი;
ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭიროა:
კონკურსანტი იყოს იმ სპეციალობის / საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი, რომლის ფარგლებშიც სურს აკადემიური თანამდებობის დაკავება.
პროფესიული ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კონკურსანტის კვალიფიკაციის დასადასტურებლად საჭიროა:
დარგში მუშაობის პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს, შესაბამის სფეროში არანაკლებ 5 წლის მუშაობის პრაქტიკული გამოცდილებით;
კლინიკაში ბოლო 5 წლის მუშაობის გამოცდილება;
თანაბარ პირობებში უპირატესობა მიენიჭება კონკურსანტს:
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:
1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება/საჩვენებელი ლექციის ჩატარება (ონლაინ, საჭიროების შემთხვევაში).
კონკურსის პირობები:
საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში;
ძირითად კრიტერიუმებთან კონკურსანტების განაცხადების შესაბამისობის დადგენის მიზნით, დოკუმენტაციის გადარჩევა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ.
კონკურსის პირველი ეტაპი (საკონკურსო დოკუმენტაციის შესწავლა) ჩატარდება 2022 წლის 14-15 სექტემბერს;
კონკურსის მეორე ეტაპი (საჭიროების შემთხვევაში) ჩატარდება 2022 წლის 16 სექტემბერს;
შედეგები გამოქვეყნდება 2022 წლის 17 სექტემბერს.
კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე,
ქ. თბილისი, ჩარგლის ქუჩა #73, VII სართული, ოთახი # 701
უცხოელ კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს ელექტრონულად, მისამართზე.
hr@ciu.edu.ge
ტელ.: 2 61-12-98; 2 30-86-41; 2 10-52-03
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება