7 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - „სიმსივნური ახალწარმონაქმნებისა და სხვა არაინფექციური დაავადებების სინერგიული კომბინირებული მკურნალობის უახლესი ტენდენციები. ბიო და ნანოტექნოლოგიები მედიცინასა და ფარმაციაში" - გაიხსნა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ გახსნა.
კონფერენცია, რომელიც ორი დღის განმავლობაში გრძელდება, ჰიბრიდული ფორმატით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხსენებლები იღებენ.
პირველი დღე კონფერენციის მონაწილეთა სესიას ეთმობა, მეორე დღეს კი ორი პანელი იმუშავებს: ბიო და ნანოტექნოლოგიები მედიცინასა და ფარმაციაში (სექციები: ჰადრონული თერაპიის საქართველოში დანერგვისა და განვითარების პერსპექტივები და პროტონული თერაპიის ახალი მიმართულებები; ნანოკომპოზიტების სინთეზი და კვლევა სიმსივნური ახალწარმონაქმნებისა და სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატებში მათ სინერგიული გამოყენების მიზნით); სიმსივნური წარმონაქმნების სინერგიული კომბინირებული მომიჯნავე მიმართულელები (სექციები: სიმსივნური ახალწარმონაქმნებისა და სხვა არაინფექციური დაავადებების სინერიული კომინირებული მკურნალობის მომიჯნავე მიმართლებები; სიმსივნური წარმონაქმების სამკურნალო პრეპარატების შემუშავებისა და კონტროლირებადი მიწოდების პრინციპები და საშუალებები).
კონფერენციის სრული პროგრამის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე: https://bit.ly/3iHK0Vt
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება