9 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის კამპუსში - პროფესიული განათლების ცენტრის ახალი, მეორე პროფესიული პროგრამის სასწავლო პროცესის გახსნის ღონისძიება გაიმართა.
დაიწყო პროფესიული მომზადების პროგრამა „მევენახეობის სპეციალისტი“.
CIU-ს პროფესიული განათლების ცენტრი, დირექტორი თეა ოსეფაშვილი, უნივერსიტეტში 2023 წლის იანვარში შეიქმნა, განათლების სისტემის მომავალი განვითარების პერსპექტივისა და პროფესიული განათლების სისტემაში ინტეგრაციის მიზნით. ამ მხრივ, პირველი ნაბიჯია სამი სასერტიფიკატო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება სამი წლის ვადით: მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის „პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს“ გადაწყვეტილებით, რაც ასევე, სახელმწიფოს მიერ აღირებული სერტიფიკატის გაცემის უფლებასაც მოიცავს.
11 ნოემბრიდან კი აღნიშნული პროგრამების განხორციელება დაფინანსებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მიერ.
პროფესიული მომზადების პროგრამაზე „მევენახეობის სპეციალისტ“ ჩარიცხულია 13 მსმენელი. პროგრამის ხანგრძლივობა 6 კვირა. მისი განხორციელება დაგეგმილია, უნვერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის კორპუსში და ოკამის საწარმოში.
მალე დაიწყება პროფესიული მომზადების პროგრა „გერიატრიული ასისტენტი“ (პროგრამის ხანგრძლივობა 8 კვირა). მისი განხორციელება დაგეგმილია, უნვერსიტეტის მთავრ კორპუსში, მედიცინის ფაკულტეტის ბაზაზე. მსმენელები ასევე ეწვევიან თბილისის მოხუცებულთა თავშესაფარს “ ფრენდლი კომუნითი“, დირექტორი თეა გურული, როემლიც პროგრამის პრაქტიკული სწავლების ერთ-ერთი განმახორცილეებლია.
გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის პირველი პროფესიული მსმენელები, პროგრამის განმახორციელებლები: მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის და საწარმოს წამომადგენლები, ცენტრის დირექტორი და პირველი პროფესიული გადამზადების პროგრამის “მეღვინე-ტექნიკოსი“ მსმნელები - მიმდინარე სწავლის პროცესის შთაბეჭდილებების და გამოცდილების გაზიარების მიზნით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება