2024 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთო კრებამ აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე, „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის კონსტიტუციური დემოკრატიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ბექა ქანთარიას სამართალმცოდნეობის დარგში სტიპენდია განუსაზღვრა.
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მიხედვით, აკადემიის სტიპენდიანტი შეიძლება გახდეს 50 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე ხუთი წლის ვადით, დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი, რომელიც მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული და სათანადოდ აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება