აფხაზეთში ომის დასრულების 30 წელსა და საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას დაბადების 80 წელთან დაკავშირებით, 25 სექტემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი გაიხსნა.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლისა და ღონისძიების მოდერატორის, გიორგი ფარეშიშვილის განცხადებით, მსგავსი ინიციატივები მომავალ თაობას შეახსენებს, თუ რამხელა მსხვერპლი გაიღეს სამშობლოს ღირსებისა და თავისუფლებისთვის ქართველმა მამულიშვილებმა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის თქმით კი, აღნიშნული ინიციატივა მისასალმებელია, რადგან მსგავსი პროექტები მხარს უჭერს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ტარდება.
ამასთან, დარბაზის გახსნის საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერი - ვახტანგ წივწივაძე; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი - კახაბერ კორძია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძე; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი - ლევან თევზაია; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე - გიორგი ჯინჭარაძე; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე - ლია გიგაური; იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი - გიორგი გაბედავა; აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე - ზვიად ბულისკერია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება