3 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში CIU-ის საკალათბურთო კლუბ „კავკასიასთან“ შეხვედრა გაიმართა.
გუნდის წევრებთან სიტყვით წარდგნენ - უნივერსიტეტის კანცლერი ვახტანგ წივწივაძე, რექტორი კახაბერ კორძაია და გუნდის მწვრთნელი ბექა წივწივაძე. შეხვედრაზე უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მხრიდან აღინიშნა გუნდის მიღწევები და დაისახა სამომავლო პერსპექტივები.
მოგეხსენებათ, „კავკასია“ მიმდინარე საკალათბურთო სეზონზე სუპერლიგის დებიუტანტია და 11 საუკეთესო გუნდს შორის იბრძვის საქართველოს ჩემპიონობისთვის.
უნივერსიტეტის სპორტული მიღწევების სტენდში საპატიო ადგილი დაიკავა დუდუ დადიანის მემორიალურმა თასმა, რომლის წლევანდელი გამარჯვებულიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი გახდა.
შეხვედრას საკალათბურთო გუნდთან ერთად, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება