2 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტში, CIU-ს ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით, კავკასიის საერთაშორისო უნივერისტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ მიმართა.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ CIU-ს სტუდენტებს 2014 წლიდან დღემდე, კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული რეფორმების და მიღებული შედეგების, მათ შორის, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით - მიმდინარე და დასრულებული საქმეების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა.
მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და კონკურენციის პოლიტიკის საკითხებზე პრეზენტაციები წარადგდინეს სააგენტოს - იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ და მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, მარიამ შაიშმელაშვილმა.
სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის, დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
ინფორმაციისთვის: მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, კონკურენციის ეროვნული სააგენტო სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამას ახორციელებს. 3 გამარჯვებული სტუდენტის ვინაობა 13 მარტს, საკრებულოს დარბაზში გაიმართება.
შესაბამისად, დაინტერესებულმა პირებმა, 10 მარტის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე: consumer@gnca.gov.ge განაცხადი უნდა წარმოადგინონ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება