12 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს სასწავლო ვიზიტით და სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში ესტუმრნენ კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის (ვარშავა, პოლონეთი) პოლიტიკური მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი რადოსლავ ზენდეროვსკი და ამავე უნივერსიტეტის და პოლიტიკური მეცნიერებისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის Erasmus+ პროგრამის კოორდინატორი, დოქტორი პიოტრ სიენიავსკი.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორ კახაბერ კორძაიას, საერთაშორისო ურთიერთობებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების სამაგისტრო პროგრამის და გლობალური პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელს, პროფესორ ვახტანგ მაისაიას და საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელს, ასოცირებულ პროფესორ ალიკა გუჩუას. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო პროფესორ რადოსლავ ზენდეროვსკის საჯარო ლექციას თემაზე: „პოსტმოდერნული ომები, როგორც გამოწვევა საერთაშორისო ურთიერთობების თეორიისა და საერთაშორისო სამართლისათვის“. შეხვედრის დაწყებამდე ლექტორებსა და სტუდენტებს მისასალმები სიტყვით მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა ეკატერინე ჭალაგანიძემ.
ლექციის დასასრულს აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო დასმულ კითხვებზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება