27 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის - „კამათის ხელოვნება“ - დასკვნითი ეტაპი გაიმართა.
პროექტი, რომელშიც საქართველოს კერძო და საჯარო სკოლების 90-მდე მოსწავლე მონაწილეობდა, 4 თემატურ სექციად წარიმართა.
პროექტის მონაწილეებმა მენტორებთან ერთად იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე როგორებიცაა: ყივჩაღების ჩამოსახლების ირგვლივ დავით აღმაშენებლის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების მართებულობა; მოსამართლეებისა და საჯარო მოხელეთა კეთილსინდისიერების შემოწმება ძლიერი სახელმწიფოს ფორმირების საკითხში; დავით გარეჯის პრობლემა და მისი მოგვარების ტენდენციებს; საკუთარი ჰესების მშენებლობა თუ დამოკიდებულება უცხო ქვეყნების ენერგორესურსებზე.
თითოეულმა სექციამ, რომელსაც დარგის ექსპერტებისგან შემდგარი კომისია აფასებდა, აღნიშნულ საკითხებზე დისკუსია მოაწყო, საბოლოოდ კი შეთანხმების დოკუმენტი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ დასკვნით ეტაპამდე პროექტის მონაწილეებს ისტორიისა და პროფესიული უსაფრთხოების დოქტორის, ასოცირებული პროფესორის, დავით კუხალაშვილის ტრენინგები ჩაუტარდათ თემებზე: „კამათის კულტურა“ და „შეთანხმების დოკუმენტი“.
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორი მარინე უგულავა, პროექტის კოორდინატორი - ლიკა შენგელია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება