ჯუბო ტურაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა
28 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ჯუბო ტურაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ვალაუვალობის წარმოების თავისებურებები ევროკავშირის რეგულაციების მიხედვით და შედარებითი კვლევა ვალაუვალობის ქართულ სამართალთან“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, როინ მიგრიაული.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ჯუბო ტურაშვილს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.