7-8 თებერვალს იუსტიციის სამინისტროს გამარჯვებული და კავკასიის საერთაშორისო უნივერსირეტის მიერ თანადაფინანსებული საგრანტო პროექტის: "ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ და დევნილ ახალგაზრდებში" ფარგლებში, განხორციელდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლებიდან მოზარდების ჩამოყვანა და მათთვის პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზება.
პროექტს ხელმძღვანელობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის დოქტორანტურის სამსახურის უფროსმა, ფილოლოგიის დოქტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა - ნინო მინდიაშვილმა, ხოლო თანახელმძღვანელობა იურისტმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების კოორდინატორმა - რევაზ ბერულავამ და სოციოლოგმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზაციული განვითარების სამსახურის კოორდინატორმა - ნია სადაღაშვილმა გაუწიეს.
მოზარდების ჩამოყვანაში პროექტის ორგანიზატორებს განსაკუთრებული დახმარება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გაუწია. მინისტრი, ნანა გაბელია, შეხვდა მოსწავლეებს ესაუბრა სამინისტროს პოლიტიკაზე, სამომავლო ხედვებსა და დაგეგმილ პროექტებზე, უპასუხა მათ შეკითხვებს.
მოზარდებისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში არსებული სტუდენტური კლუბის - „ახალი თაობის ხიდის“ წევრებისთვის ადამიანის ძირითადი უფლებების მიმართულებით ტრენინგები ჩაატარეს:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორმა, გიორგი ოსაძემ (თემა-ადამიანის ძირითადი უფლებები-ზოგადი მიმოხილვა);
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველმა, სამართლის დოქტორმა, CIU-ს პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა, სოფიო დემეტრაშვილმა (თემა -ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები);
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლებისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ, CIU-ს სამართლის სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა, ვასილ ქარსელეძემ (თემა - ბავშვთა ძირითადი უფლებები);
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, CIU-ს მასობრივი კომუნიკაციის სადოქტორო-საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტმა, დავით გვეტაძემ (თემა- პროფესიული ორიენტაცია-როგორ ავირჩიოთ პროფესია);
მოზარდებს შეხვდა და გულთბილი მასპინძლობა გაუწია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა, ვახტანგ წივწივაძემ, ხოლო რექტორმა, პროფესორმა, კახაბერ კორძაიამ, სერტიფიკატები გადასცა.
სტუმრებმა დათვალიერეს CIU-ს მულტიმედია ცენტრი, ბიბლიოთეკა, მევენახეობა-მეღვინეობისა და მედიცინის ფაკულტეტები.
ასევე, პროექტის ფარგლებში გაიმართა ისტორიულ-შემეცნებითი ტური ძველ თბილისში, ისტორიის მენიერებათა დოქტორის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, ქეთევენ შოშიაშვილის ხელმძღვანელობით.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება