2024 წლის 5 აგვისტოს, 14:00-ზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 305-ე აუდიტორიაში შედგება სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ ირინა ბათიაშვილის დისერტაციის ,, ასაკოვანი ქალების დასაქმების სამართლებრივი რეგულირება საქართველოში“ საჯარო დაცვა.
სამეცნიერო ხელმძღვანელი:
მინდია უგრეხელიძე - სამართლის დოქტორი, აკადემიკოსი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
სამეცნიერო თანახელმძღვანელი:
ირაკლი ყანდაშვილი - სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი.
ოფიციალური რეცენზენტები:
გია ხუბუა - სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ბექა ქანთარია - სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი.
იხილეთ ირინა ბათიაშვილის ავტორეფერატი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება