3 ივნისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე არსებული სამართლის კლუბის ინიციატივით, სამართლის, ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ყანდაშვილის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „მედიაცია - დავის ეფექტურად რეგულირების ახალი შესაძლებლობა“.
შეხვედრაზე ირაკლი ყანდაშვილმა ისაუბრა მედიაციის განვითარების ეტაპებზე, აღნიშნული ინსტიტუტის ადგილსა და როლზე სამართლის სისტემაში, საქართველოში არსებულ იმ გამოწვევებზე, რომლებიც მედიაციის სრულფასოვნად დამკვიდრებასთან არის დაკავშირებული.
შეხვედრა ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. დასასრულს კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია გაიმართა. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ დეტალური ინფორმაცია მედიაციასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხებზე.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება