24 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ირაკლი გოგავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „ენერგეტიკული უსაფრთხოების თანამედროვე პარამეტრები და საქართველოს პერსპექტივები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცენზენტები კი - ისტორიის დოქტორი, პროფესიული უსაფრთხოების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით კუხალაშვილი და ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ გოჩიტაშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ირაკლი გოგავას პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება