25 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: „შეიარაღებული კონფლიქტების სამხედრო-პოლიტიკური ანალიზი, ომის მასმედიით გაშუქების თავისებურებები და საფრთხეები ჟურნალისტებისთვის“.
ლექციას დამოუკიდებელი სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ასისტენტ-პროფესორი ირაკლი ალადაშვილი უძღვებოდა.
სპიკერმა ლექციის ფარგლებში ისაუბრა თავის კარიერულ გამოცდილებასა და ჟურნალისტების როლზე კონფლიქტების გაშუქების საკითხში, მიმოიხილა რუსეთ-უკრაინის ომის პერიპეტიები და რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება.
საჯარო ლექციაზე ასევე წარმოდგენილი იყო საბრძოლო შეიარაღების მაკეტები, სპიკერმა კი განმარტა თითოეული მათგანის დანიშნულება შეიარაღებული კონფლიქტების დროს.
ლექციას, რომელიც ინტერაქციული ფორმატით მიმდინარეობდა, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და ადმინისტრაცია ესწრებოდა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება