22 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სოციალურ და ჰუმანიტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის, დოქტორანტ იოსებ მანჯავიძის სადოქტორო ნაშრომის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: „კლასიკური გეოპოლიტიკის კანონზომიერებები და თანამედროვე მსოფლიო“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი თამარ კიკნაძე.
ოფიციალური რეცენზენტები: ქეთევენ შოშიაშვილი- ისტორიის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ედიშერ გვენეტაძე- ისტორიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იოსებ მანჯავიძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება