8 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული „ქართული დიპლომატიის კვირეულის“ ფარგლებში, ინტელექტკლუბის ქვიზ-ვიქტორინა - „ქართული დიპლომატიის გზა“ გაიმართა.
თამაშში მონაწილეობას CIU-ის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები იღებდნენ, ჟიურის შემადგენლობაში კი საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი ალიკა გუჩუა და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორანტი ბექა მანაგაძე იყვნენ.
თამაშის წამყვანმა, ინტელექტკლუბის პრეზიდენტმა, ბაკურ ხუბულავამ, მოთამაშეებს 20 კითხვა დაუსვა, საბოლოოდ კი საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: 1-ლი ადგილი - ლაშა სვინტრაძე (სამართლის ფაკულტეტი); მე-2 ადგილი - გიგი მხეიძე (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი); მე-3 ადგილი - ბექა ჩომახია (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი).
პრიზიორები ინტელექტკლუბისგან მედლებით, სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ასევე, სერტიფიკატი თამაშის ყველა მონაწილეს გადაეცა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება