10 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა „ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის“ მეორე დღეს უმასპინძლა.
კონფერენციის მონაწილეებმა მოხსენებები 5 სამუშაო სექციაში წარადგინეს: მეწარმეობის განვითარების თანამედროვე მიდგომები და პრაქტიკული გამოწვევები; სამეწარმეო უნივერსიტეტის განვითარების საუკეთესო პრაქტიკა და შემაფერხებელი გარემოებები (სექციების ხელმძღვანელი - თეა კასრაძე, პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი / მოადგილე - რუსუდან დალაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია); რადიკალური და ინკრემენტალური ინოვაციები მეწარმეობაში; ინოვაციები, ტექნოლოგიების ტრანსფერი და ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარება; მეწარმეობის მასშტაბირება და ინტერნაციონალიზაცია (სექციების ხელმძღვანელი - თეა ლაზარაშვილი, ასოცირებული პროფესორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი / მოადგილე - ნინო სამჭკუაშვილი, ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი).
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, კონფერენციის პროექტის ხელმძღვანელი - მარიკა კლდიაშვილი, დასასრულს კი მომხსენებლებს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცათ.
დღის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაზე შემდეგი კომპანიები იყვნენ წარმოდგენილი: „ბოკაჩელლო“; „ჩაროზა“; „მალენტა“; „ტკბილი თუ ცხარე“; „ჩიზუკა“; „შენი არჩევანი“; „ისტორია ვაინ“; „ველეულა“; „თბილისის კარი“; „ფერწო“; „აგრიპა“; „რეფრეშ“; „მარაქა“; „უნიკი“; „ჰენდიკრაფტი“; „ქალაქური“; „ჰალო“; „სამეფო თაფლი“; „ჰენდილუქს“; „ქარგე“; „ოდელა“.
ცნობისთვის, ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სამი დღე გრძელდება, დასკვნით აქტივობებს კი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
ღონისძიების მიზანია, ხელი შეუწყოს ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ უახლესი სამეცნიერო კვლევების განვითარებას და ინტერნაციონალიზაციას საქართველოში.
კონფერენციაში ჩართულია სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის 140-მდე მონაწილე, ასევე, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ საქართველოს სახელმწიფო და კერძო ბიზნესსტრუქტურები.
პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი კი არის ღონისძიების მასპინძელი, პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაცია.
კონფერენციაში თანამონაწილე ორგანიზაციების სახით ჩართულები არიან: ალკალას უნივერსიტეტის მეწარმეობის სკოლა (ესპანეთი) და დეგენდორფის ტექნოლოგიების ინსტიტუტი (გერმანია); პროექტის პარტნიორები არიან: სააგენტო "აწარმოე საქართველოში", მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია (SMEDA), გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი - UN Global Compact Network Georgia, ფინანსური განათლების პორტალი - „ფინედუ“ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება