თუ აბიტურიენტი ხარ და ინგლისური ფილოლოგია შენი ინტერესის სფეროა, მაშინ შემოგვიერთდი პროექტში, რომელიც სპეციალურად აბიტურიენტებისთვის ხორციელდება და მიზნად ისახავს პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერასა და სტუდენტობისთვის მომზადებას.
კურსის მიმდინარეობისას აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ინტერაქციული ლექცია-სემინარები ფილოლოგიის წარმატებულ პრაქტიკოს წარმომადგენლებთან, როგორც საჯარო ისე კერძო სექტორიდან.
აბიტურიენტებისთვის CIU აკადემია არის შესაძლებლობა გაიცნონ მათი მომავალი პროფესია. ერთკვირიანი პროფესიული თავგადასავალი დაგეხმარებათ შეაფასოთ რამდენად სასურველია კონკრეტული სფერო, რა გამოწვევები და შედეგები ახლავს მას თან.
სპიკერები:
ნანა პარინოსი - დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საბაკალავრო პროგრამის "ინგლისური ენა და ლიტერატურა" ხელმძღვანელი; ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის სტიპენდიანტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი
თემა: "პროფესია: ინგლისური ფილოლოგია - კარიერული შესაძლებლობები"
თარიღი: 21 აპრილი, 19:00 საათი
ეკატერინე ვაწაძე - დოქტორი, ასოცირებული პროფესორი
თემა: "ინგლისური ფილოლოგია თანამედროვე რაკურსით და მისი მნიშვნელობა"
თარიღი: 22 აპრილი, 19:00 საათი
თინათინ კურდღელაშვილი - დოქტორი, მოწვეული პროფესორი, ჩივნინგის სტიპენდიანტი
თემა: "პროფესია მასწავლებელი და ბრიტანეთის სახელმწიფო სტიპენდია Chevening"
თარიღი: 23 აპრილი, 19:00 საათი
ციცინო ბუკია - დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, CIU მულტიმედია ცენტრის რედაქტორი
თემა: "ბრიტანულ და ამერიკულ კულტურასთან ზიარება: ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უპირატესობანი"
თარიღი: 24 აპრილი 19:00 საათი
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ნებისმიერ ქალაქსა და რეგიონში მყოფ აბიტურიენტს.
ლექცია-სემინარები ჩატარდება Online, ZOOM-ის პლატფორმაზე.
გარდა თეორიული ნაწილისა, პროექტის „CIU- აკადემია აბიტურიენტებისთვის“ ფარგლებში, გაიმართება პრაქტიკული Workshop -ები, ხოლო პროექტის ბოლოს, ყველა მონაწილე მიიღებს კარიერული განვითარების პერსონალურ კონსულტაციას.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი მომზადებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის მიერ, CIU-ს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მხარდაჭერით.
პროექტის განხორციელების ვადები: 21-24 აპრილი
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: t.ly/qjjhR
აბიტურიენტებისთვის, პროექტში მონაწილეობას სრულად აფინანსებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება