ინფორმაცია სასწავლო პროცესის ფორმატთან დაკავშირებით
გაცნობებთ, რომ სტუდენტთა და პერსონალის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 28 თებერვლიდან კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლების პროცესი განხორციელდეს ნახევრად ელექტრონული სისტემით შემდეგი სახით:
- 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე განხორციელდება ჰიბრიდული სწავლების ფორმით ელექტრონული სწავლების წესის შესაბამისად;
- კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული სასწავლო კურსების სწავლება განხორციელდება არადისტანციურად დანართის შესაბამისად;
- მედიცინის ერთსაფეხურიან პროგრამაზე კლინიკური, პრაქტიკული და ლაბორატორიული სასწავლო კურსები განხორციელდება არადისტანციურად, მკაცრად განსაზღვრული გრაფიკისა და მოცულობის ჯგუფების გათვალისწინებით;
- სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, რომლებიც კლინიკურ და პრაქტიკულ სასწავლო კურსებს გადიან პაციენტთან კონტაქტით, მოეთხოვებათ წარმოადგინონ ვაქცინაციის ცნობა, ან ცნობა ბოლო 3 თვის განმავლობაში კოვიდის გადატანის შესახებ.
სამართლისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე სასწავლო პროცესი სრულად გრძელდება დისტანციურად.
სწავლების ფორმატთან დაკავშირებით იხილეთ დეტალური ინფორმაცია ფაკულტეტების მიხედვით:
მედიცინის ფაკულტეტი
მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტი
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი