29 ნოემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ინდირა პაპუნიძის დისერტაციის დაცვა გაიმართა თემაზე: „რუსეთის მიერ ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში არსებული მინინაციონალიზმის გავლენა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თამარ კიკნაძე, ოფიციალური რეცენზენტები კი ისტორიის დოქტორი, CIU-ის ასოცირებული პროფესორი, ქეთევან შოშიაშვილი და ისტორიის დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ედიშერ გვენეტაძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ინდირა პაპუნიძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება