25 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, გორდა ღიბრაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტების კლასიფიკაცია და მათი ტრანსფორმაცია ახალი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემის პირობებში (რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მაგალითზე)“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს პროფესორი, ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცენზენტები კი სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი, ჯეოქეისის ანალიტიკოსი, ვახტანგ კაპანაძე და პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, ალიკა გუჩუა.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გორდა ღიბრაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება