6 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბანკში, გლობალური ფულის კვირეულის (GMW2023) შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
2023 წლის კამპანიის „დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ (Plan your money, plant your future) მიზნად ისახავდა ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფულთან, დაზოგვასა და დაგეგმვასთან, ასევე, გარემოსა და სოციალურ ცვლილებებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
აღნიშნულ კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიც.
2023 წლის კამპანიის ფარგლებში, ფინედუზე არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის: პოსტერებისა და სლოგანების კონკურსი „ დაგეგმე შენი ფული, შექმენი შენი მომავალი“ და ვიდეოების კონკურსი „ჩემი ფული“, რომლის კომისიაშიც CIU იყო ჩართული.
პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში კი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დესპანის სტატუსით იყვნენ ჩართულნი.
შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები: სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი - ნანა გადელია ( ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი) და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის სტუდენტი, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი - თორნიკე შერმადინი.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება