კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, გიორგი ხუჭუა, უკრაინულ ნაციონალურ ქამრის ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა!
ჩემპიონატი 9-14 ნოემბერს პოლონეთის ქალაქ ბელსკო-ბიალაში გაიმართა, სადაც გიორგიმ 100 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა.
გიორგი ხუჭუამ ჩემპიონობა კლასიკურ სტილში მოიპოვა, ჯილდო კი აღნიშნული სპორტის სახეობის უკრაინული ფედერაციის პრეზიდენტმა გადასცა.
მომდევნო წელს ის უკვე ყირგიზეთში გასამართ ჩემპიონატზე საპატიო მონაწილის სტატუსით იასპარეზებს, როგორც 2023 წლის ჩემპიონი.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს გიორგის მსოფლიო ჩემპიონობას და სამომავლო წარმატებებს უსურვებს!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება