26 ივლისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, გიორგი რობაქიძის დისერტაციის დაცვა გაიმართა თემაზე: „პოპულისტური და რადიკალური პარტიების გაძლიერება „ვიშეგრადის ოთხეულის” (V4) ქვეყნებში: მიზეზები, ტენდენციები და შესაძლო შედეგები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, პროფესორი რევაზ გაჩეჩილაძე და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თამარ კიკნაძე.
მოხსენებისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი რობაქიძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება