18 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სამართლის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტის გიორგი ქობალიას დისერტაციის საჯარო დაცვა გაიმართა თემაზე: ,,დანაშაულის წამქეზებლობის სპეციფიკა (კომპარატივისტული ანალიზი)“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი - მინდია უგრეხელიძე, სამართლის დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.
ოფიციალური რეცენზენტები: თამარ ებრალიძე - სამართლის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი და ელენე კაკაბაძე - სამართლის დოქტორი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ, მოწვეული ლექტორი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გიორგი ქობალიას სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება