2 დეკემბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, გიორგი ამაშუკელის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „კიბერსივრცეში განხორციელებულ ქმედებათა კრიმინალიზაციის პრობლემა“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სერგო ჭელიძე, ოფიციალური რეცენზენტები კი სამართლის დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ვლადიმერ მაჭარაშვილი და სამართლის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ირაკლი იმერლიშვილი.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, გიორგი ამაშუკელს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება