20 ოქტომბერს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინტელექტკლუბის ორგანიზებით, გეოგრაფიული ქვიზ-ვიქტორინა -„კოლუმბიდან აიპოდამდე“ - გაიმართა.
თამაში 4 ეტაპისგან შედგებოდა: „რა? სად? როდის?“ კითხვები; სხარტულა კითხვები; ფოტო რაუნდი; მუსიკალური რაუნდი. ჯამში მონაწილეებმა 45 კითხვაზე ითამაშეს, ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 ადგილი - გიგი მხეიძე (სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
2 ადგილი - ლუკა ქორიძე (მედიცინის ფაკულტეტი);
3 ადგილი - გიორგი სახვაძე (მედიცინის ფაკულტეტი).
გამარჯვებულები ინტელექტკლუბისგან წიგნებით, სერთიფიკატებით, სუვენირული ბუებითა და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება