25 იანვარს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, გელა გიორგაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა თემაზე: „თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სამხედრო გამოწვევები“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელია პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ვახტანგ მაისაია, ოფიციალური რეცეზენტები კი სამხედრო მეცნიერების დოქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვახტანგ კაპანაძე და ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ედიშერ გვენეტაძე.
ნაშრომის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გელა გიორგაძეს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება