8 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის / მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა კომპანია „გეფას“ წარმომადგენლებთან თემაზე: „სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები“.
ღონისძიებას უძღებოდა კომპანია „გეფას“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთი ქვათაძე. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო სტუდენტებისთვის სტაჟირებისა და დასაქმების არსებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. კომპანია „გეფას“ წარმომადგენლებმა აუდიტორიას გააცნეს ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობის მიმართულებები, სამუშაო გარემო და დასაქმების პირობები, ასევე ის უნარები და კომპეტენციები, რომლებიც წარმატებული კარიერული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
ღონისძიება საინტერესო პლატფორმა გახდა სტუდენტებისთვის, რათა მათ უკეთ გაეაზრებინათ საკუთარი კარიერული ინტერესები და მიეღოთ ინფორმაცია კონკრეტული პოზიციების სპეციფიკისა და მიმდინარე ვაკანსიების შესახებ.
აუდიტორიას მიესალმა და ხაზი გაუსვა შეხვედრის მნიშვნელობას უწყვეტი განათლებისა და კარიერული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა მარიამ ჯაჭავაძემ.
საინფორმაციო შეხვედრა ხელს უწყობს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმებას პროფესიული ნიშნით, რაც უნივერსიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება