თუ ხარ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, შესაძლებლობა გაქვს გახდე ფაკულტეტის დეკანის მრჩეველთა საბჭოს წევრი!
დეკანის მრჩეველთა საბჭოს მიზანია, სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესში სტუდენტთა ჩართულობის გაზრდა და მათი მიზნებისა და ინტერესების განხორციელების ხელშეწყობა;
საბჭოს წევრები ჩაერთვებიან სამართლის ფაკულტეტის განახლებული კონცეფციის განხორციელებაში, ფაკულტეტის სტრატეგიული გადაწყვეტილებების შემუშავებასა და მიმდინარე საქმიანობაში;
მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში, სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი იდეები და ინიციატივები გააჟღერონ და აქტიურად წარდგნენ ფაკულტეტის სხვდასხვა ღონისძიებაზე.
ცნობისთვის, დეკანის მრჩეველთა საბჭო მსოფლიოში აპრობირებული და წარმატებული მოდელია, რომელიც არაერთ წამყვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფუნქციონირებს. აღნიშნული მექანიზმი პრაქტიკაში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს კომუნიკაციას ადმინისტრაციას, პროფესორებსა და სტუდენტებს შორის.
თუ გსურს გახდე საბჭოს წევრი, შეავსე მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://shorturl.at/akxGS
რეგისტრაციის ბოლო ვადა - 5 თებერვალი
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება