კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, საგნის ,,სასტუმროს მიღება-განთავსების ადმინისტრირება (პროგრამა Opera PMS)’’ ფარგლებში, რომელსაც უძღვება ასისტენტ-პროფესორი ლაშა ხადურიძე, გასვლითი ლექციით იმყოფებოდნენ სასტუმრო "ბილთმორ თბილისში".
ტურს უძღვებოდნენ: სასტუმროს მიღება-განთვსების სუპერვაიზერი, მიღება-განთავსების სხვადასხვა პოზიციის თანამშრომლები, (მათ შორის ადმინისტრატორი, კონსოეჟი, ჰოსტესი და ა.შ) რომლებმაც დეტალურად აუხსნეს და განუმარტეს სტუდენტებს მათი პოზიციის სპეციფიკა და უფლება-მოვალეობები.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები:
5 ვარსკვლავიანი სასტუმროს ზოგადი ოპერირება და სტანდარტები;
სასტუმროს ოთახის კატეგორიები და მათი სპეციფიკა;
საკონფერენციო სივრცეების მიმოხილვა;
სასტუმროს დეპარტამენტების მიმოხილვა;
სასტუმროს უსაფრთხოების მთავარი წესები, საევაკუაციო გასასვლელების სპეციფიკა და მათი მნიშვნელობა;
მიღება-განთავსების დეპარტამენტის თანამშრომლების პოზიციები და მათი განმარტება.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება