18 თებერვალს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტის - „განავითარე შენი რეგიონი“ - დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
პროექტში, რომელიც ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარების განვითარებაზე იყო ორიენტირებული, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების X, XI და XII კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 20 სკოლა მონაწილეობდა.
დაკსვნით ღონისძიებამდე პროექტის მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგი, სადაც მსმენელები გაეცნენ მეწარმეობის მნიშვნელობას, საზოგადოების კეთილდღეობაზე დაფუძნებული იდეის არსს, ბიზნესის წამოწყებისთვის საჭირო ძირითად კომპეტენციებსა და ბიზნესგეგმის შედგენის ტექნიკას.
ტრენინგს უძღვებოდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ტრენერი რუსუდან დალაქიშვილი.
დასკვნით ღონისძიებაზე კომისიის წევრებმა შეაფასეს პროექტის მონაწილეთა ნაშრომები, რომლებიც თავიანთი რეგიონების განვითარებასა და ადგილზე ინოვაციური პროექტების განხორციელებაზე იყო ორიენტირებული.
კომისიის შემადგენლობაში რუსუდან დალაქიშვილთან ერთად იყვნენ ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ლალი მიქელაძე და ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი თეა ლაზარაშვილი.
ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ჯემალ სოლოღაშვილი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელი თეა ცომაია-ოსეფაშვილი.
ღონისძიების თითოეულ მონაწილეს პროექტში მონაწილეობისთვის შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო პედაგოგები საუნივერსიტეტო ბრენდირებული საჩუქრებითაც დაჯილდოვდნენ.
„განავითარე შენი რეგიონი“ - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტების კოორდინატორის, მარინე უგულავას საავტორო პროექტია.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება