1 აპრილს, მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო სკოლა-კონფერენცია „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია - 2019“ გაიხსნა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ტარდება.
სკოლა-კონფერენციის გახსნის ცერემონიალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, სადაც სკოლა-კონფერენციის მონაწილეებსა და სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, კახაბერ კორძაიამ და სხვა საპატიო სტუმრებმა მიმართეს.
სკოლა-კონფერენციის მიზანია საქართველოში ხელი შეუწყოს ბიოტექნოლოგიებისა და გამოყენებითი ბიომეცნიერებების დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას, ქართველ და უცხოელ მეცნიერთა შორის ცოდნისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და ახალგაზრდა მეცნიერთა პროფესიულ ზრდას. სკოლა-კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვანია, რომელიც კვების, ჯანდაცვის, აგრარულ და გარემოს დაცვის მიმართულებებს მოიცავს.
სკოლა-კონფერენციის პარტნიორი ორგანიზაციებია საქართველოს სოფლიოს მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია; დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ბიოტექნოლოგიების ასოციაცია.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოსა და მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებსა/კვლევით ცენტრებში მოღვაწე ქართველი და უცხოელი მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენენ ბიოტექნოლოგიების დარგში მიმდინარე ინოვაციური კვლევის შედეგებსა და თანამედროვე მიღწევებს.
1-3 აპრილს იმართება სეზონური სკოლა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სამედიცინო აკადემიის ქართველი და უცხოელი სტუდენტები.
4-5 აპრილს ღონისძიების ფარგლებში იმართება კონფერენცია, სადაც ქართველი და უცხოელი მეცნიერები დამსწრე საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ისაუბრებენ თანამედროვე ბიოტექნოლოგიის პრაქტიკულ ასპექტებსა და პერსპექტივებზე. კონფერენციის ფარგლებში, ასევე, გაიმართება სტუდენტური სესია, სადაც ახალგაზრდა მეცნიერები წარმოადგენენ სასტენდო მოხსენებებს.
აღსანიშნავია, რომ 5 აპრილს, სკოლა-კონფერენციის დასკვნით დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება