სტუდენტთა მერვე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე რეგისტრაცია
კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული საფრთხეების გამო, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში 12 ნოენბერს.
განახლებული თარიღები:
♦ 15.09.2020 - კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადა;
♦ 30.09.2020 - აპლიკანტები მიიღებენ შეტყობინებას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ;
♦ 10.10.2020 - სრული ნაშრომის გადმოგზავნის ბოლო ვადა.
სექციები:
- ბიზნესი
- მედიცინა
- მევენახეობა-მეღვინეობა
- ჟურნალისტიკა
- საერთაშორისო ურთიერთობები
- სამართალი
- ირანისტიკა
- მომავალ სტუდენტთა სექცია (მოსწავლეებისთვის)
სამუშაო ენები:
მოთხოვნები:
- კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ უმაღლესი სასწავლებლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს; ასევე, კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად;
- მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე;
- სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია, არ დაუშვას არასრული დოკუმენტაციის მქონე აპლიკანტი ან გაუმართავად თარგმნილი თეზისის ავტორი; კონფერენციაში მონაწილეობაზე დასტური ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნება განმცხადებელს. კონფერენციაზე დაშვებული თეზისების ავტორი, დადასტურების შემდეგ, გამოაგზავნის ნაშრომის სრულ ტექსტს;
- კონფერენციაზე დასაშვებია ინდივიდუალური ან ორი თანაავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება;
თეზისები და ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი პარამეტრების დაცვით:
- თეზისების სიმბოლოების რაოდენობა უნდა იყოს არანაკლებ 700 და არაუმეტეს 1000 სიმბოლოსა;
- შრიფტი: ქართული და ინგლისური ვერსიისთვის - Sylfaen;
- ზომა: სათაურები (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი/გვარი, სასწავლო დაწესებულების დასახელება და სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), ხელმძღვანელის სახელი/გვარი, სამეცნიერო ხარისხი დარგის მითითებით, აკადემიური წოდება) - 14 Bold; ძირითადი ტექსტი - 12;
- ინტერვალი - 1,5;
- გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით შემდეგ ბმულს - shorturl.at/tEHU7