გამოვლინდა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU), საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციისა (GETA) და საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის (GAG) ერთობლივი პროექტის - „ღვინის ტურიზმის“ ოთხი გამარჯვებული.
გამარჯვებულები ესპანეთში გაემგზავრებიან, სადაც მათ ესპანურ მარნებში უფასო ორკვირიანი პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცემათ.
გამარჯვებულებს და პროექტის მონაწილეებს სერტიფიკატები განსაკუთრებულმა სტუმარმა, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესპანეთში და GETA-ს საპატიო პრეზიდენტმა - ილია გიორგაძემ გადასცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის პრეზიტენტი დალილა ცატავა, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი აბაშიშვილი, საქართველოს ენოტურიზმის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ბოდაველი, CIU-ს უწყვეტი განათლების და კარიერული განვითარების სამსახურის კოორდინატორი ლელა მახოხაშვილი.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა ალაფურშეტი, სადაც მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობითი ურთიერთობები განიხილეს.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება