2024-2025 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ლოძის უნივერსიტეტში (ლოძი, პოლონეთი). პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ შემდეგი საგანმანათლებლო ფაკულტეტის სტუდენტებს: სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 22 ოქტომბერი, 2024 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ -
,,გაცვლითი პროგრამა ლოძის უნივერსიტეტში, პოლონეთი.“
სააპლიკაციო დოკუმენტები:
პროგრამები:
ლოძის უნივერსიტეტის ფაკულტეტების და საგნების სანახავად გადადით მითითებულ ბმულზე- https://www.uni.lodz.pl/en/mobility-study-programmes-and-courses
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 32 261 12 98, (შიდა 109).
ფინანსური პირობები:
|
წინაპირობა |
წახალისება |
1 |
კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
2 |
კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
3 |
კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0 |
სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
4 |
კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5 |
პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება