2022-2023 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე ლოძის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ: ბიზნესის, სამართლის და სოციალურ-მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა 29 დეკემბერი, 2022 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge .
სააპლიკაციო დოკუმენტები:
• პირადობის დამადასტურებელი საბუთის ასლი
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე)
• ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
• CV (ინგლისურ ენაზე)
წარმატებული კონკურსანტებისთვის უნივერსიტეტმა შემოიღო დაფინანსების შემდეგ სქემა:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, (+995 32) 2 022115 (შიდა# 109).
|
წინაპირობა |
წახალისება |
1 |
კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
2 |
კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
3 |
კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0 |
სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
4 |
კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5 |
პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში კსუ-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება