2024-2025 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრისთვის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას სემესტრულ გაცვლით პროგრამაზე იაგელონიის უნივერსიტეტში (კრაკოვი, პოლონეთი).
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის შემდეგი ფაკულტეტის სტუდენტებს: სოციალური მეცნიერებები; ბიზნესი და ტექნოლოგიები; სამართალი.
სწავლის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი.
სააპლიკაციო დოკუმენტების წარდგენის ბოლო ვადაა - 14 მაისი, 2024 წელი.
სააპლიკაციო დოკუმენტები (pdf ფორმატით) მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: ird@ciu.edu.ge . აპლიკანტებმა სათაურის ველში უნდა მიუთითონ - „გაცვლითი პროგრამა იაგელონიის უნივერსიტეტში, პოლონეთი“.
სააპლიკაციო დოკუმენტები:
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტს (507-ე ოთახი), ird@ciu.edu.ge, +995 591152121 (შიდა 109).
ფინანსური პირობები:
|
წინაპირობა |
წახალისება |
1 |
კონკურსს შედეგების მიხედვით 1 ადგილზე გასვლა + მინ. GPA 3,5 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + საცხოვრებლის თანადაფინანსება თვეში 100 ევროს ფარგლებში (5თვე) + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 5 საგნის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
2 |
კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,2 |
სემესტრული სწავლის საფასური + ორმხრივი ბილეთები + სამოგზაურო დაზღვევა + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
3 |
კონკურსს შედეგების მიხედვით პირველ სამეულში გასვლა + მინ. GPA 3,0 |
სემესტრული სწავლის საფასური + პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
4 |
კონკურსს შედეგების მიხედვით შერჩეული + მინ. GPA 2,5 |
პარტნიორ უნივერსიტეტში საგნის დაუმთხვევლობის შემთხვევაში CIU-ში 3 საგნის გავლის საფასურის კრედიტულად დაფარვა. |
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება