კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2022 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
კვლევითი პროექტის თემატიკაა - „ინკლუზიური უმაღლესი განათლება მდგრადი განვითარების კონტექსტში - ძირითადი თეორიული ცნებები საერთაშორისო კროს-ქეის ანალიზის საფუძველზე (საქართველო და შვედეთი)“. პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია, საერთო ბიუჯეტით 190 775 ლარი.
პროექტის წამყვანი და თანადამფინანსებელი ორგანიზაციაა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საიდანაც ძირითადი მკვლევარი ბიზნესის და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი, რექტორი კახაბერ კორძაიაა. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციაა შვედეთის ევლეს უნივერსიტეტი. კვლევით პროექტში ჩართულია ორი შვედი პროფესორი ძირითადი მკვლევრისა და კონსულტანტის პოზიციებზე ხოლო ორი ქართველი პროფესორი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, რომლებიც კვლევის მიზნების და ამოცანების განხორციელებას უზრუნველყოფენ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ულოცავს პროექტის მკვლევრებს ღირსეულ გამარჯვებასა და წარმატებებს უსურვებს სამეცნიერო საქმიანობაში!
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება