23 მაისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში ესსეების კონკურსი გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები, რომლებსაც ნაშრომი საქართველოს დამოუკიდებლობის თემატიკაზე უნდა დაეწერათ.
საკონკურსო ნაშრომებს დარგის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული კომისია ასწორებს, რომელსაც ფილოლოგიის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, ნინო მინდიაშვილი ხელმძღვანელობს.
კონკურსის საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები კვირეულის დასკვნით ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან.
ადრესატი
თქვენი სახელი
ელ-ფოსტა
თემა
შეტყობინება